ძებნა

воскресенье, 1 декабря 2019 г.

პროექტის რეფლექსია

                                                   






რეფლექსია

      ფრანგული  ენის საწრეო მუშაობის დასახული მიზანი  იყო ფრანგული ენის სწავლების ორთხივე კომპონენტის სრულყოფისთვის სხვადასხვა აქტივობების თანმიმდევრობით გამოყენება და მოსწავლეების დაინტერესება და ჩაბმა საგაკვეთილო პროცესში.
     პირველ რიგში შევეცადე შემექმნა მათთვის სასურველი სასწავლო გარემო, სადაც ისინი ყოველგვარი დაძაბული ურთიერთობის მაგივრად ყოფილიყვნენ აქტიური მონაწილეები ნემისმიერი აქტივობების შესრულებისას.
       გეგმაში შევიტანე მრავალფეროვანი აქტივობები, რათა უფრო მოტივირებულები ყოფილიყვნენ და თითოეული მათი შეხვედრა უფრო მეტად აქტიური ყოფილიყო და მეტი ინიციატივა გამოეჩინათ თამაშების, წერითი დავალების, ფილმების ჩვენების, სიმღების მოსმენის დროს.გარემო მორგებული იყო მათ ასაკს. განწყობა ყოველთვის იყო პოზიტიური და სახალისო.
     გამოყენებული რესურსები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახით. თემები იყო მრავალფეროვანი და ამის შესაბამისად ყოველ აქტივობა იყო უცხო და მრავალფეროვანი.მათთვის ყველაზე საინტერესო სწავლების ფორმა იყო როლური თამაში, სიმღერა და სხვადასხვა მოძრაობებზე დაფუძნებული  თამაშები.ასეთმა ტიპის აქტივობებმა მოსწავლეებს გამოუმუშავა უცხო ენაზე მეტყველებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და მათ შეძლეს მარტივ ინტერექციაში მონაწილეობა
     ნამდვილად შემიძლია აღვნიშნო, რომ საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციასკლასში უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა შემდეგი სასწავლო წლიდან წრეში ჩართვის სურვილი. წრის მუშაობით დაინტერესებულები იყვნენ მშობლებიც. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მომავალშიც გაგრძელდებოდა ამ კუთხით მუშაობა. ასე, რომ შემიძლია თამამად დავასკვნა, სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობამ ნაყოფიერა

суббота, 30 ноября 2019 г.

Le Petit Prince”de Saint-Exupéry.

ფრანგული ენის წრე


                                            ა დ    !
2019-2020 სასწავლო წლის  19 სექტემბრიდან  28 ნოემბრის  ჩათვლით სკოლაში იმუშავებს ფრანგული ენის წრე: „ Champs-Elysées”.  წრის ხელმძღვანელი : .კაკაბაძე.
მსურველებმა განაცხადის ფორმის შესავსებად მიმართეთ  წრის ხელმძღვანელს.
საკონტაქტო : 568 884303



   ფრანგული ენის წრე  -  საწრეო მუშაობა და სამუშაო გეგმა
                (2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრი)

წრის დასახელება: “Les Champs-Élysées”
სკოლა: ქ.ბათუმის N2 საჯარო სკოლა.
სამიზნე ჯგუფი: X კლასის მოსწავლეები.
მასწავლებელი: ი.კაკაბაძე
ფრანგული ენის წრის მუშაობის მიზანი და ამოცანები: მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება სწავლების ოთხივე კომპონენტში ( წერა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა)
ამოცანები:
  • ფრანგული ენისადმი, როგორც სასწავლო საგნისადმი ინტერესის გაზრდა და ახალი აქტივობების გამოყენება.
  • ფრანგული ენის გრამატიკისადმი ცოდნის უნარ-ჩვევების შეძენა.
  • ფრანგული ენის სწავლის მოტივაციის განვითარება.
  • შემოქმედებითი განვითარება და სიტყვების მარაგის გამდიდრება
  • მოსწავლეთა ზოგადი ენობრივი განვითარების სრულყოფა.
  • მოსწავლეთა დაინტერესება დამოუკიდებელი და კვლევითი საქმიანობით.
  • წიგნთან მუშაობისას ინდივიდუალური და ჯგუფური საქმიანობის ორგანიზაციის სწავლა.
  • მოსწავლეებში ისეთი უნარების გამომუშავება, როგორიცაა დამოუკიდებელი
აზროვნება და ანალიზი.
  • მოსწავლეებში თავდაუჯერებლობის ამაღლება.
საწრეო მუშაობის წარმართვის ფორმები:
  • პრაქტიკული გაკვეთილები თამაშის ელემენტებით, დიდაქტიკური და მრავალფეროვანი მასალებით.
  • ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა ლექსიკონის დახმარებით.
  • სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა.
  • ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა.
  • ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა.
      ფრანგული ენის წრის მუშაობის თემატურ-კალენდალური გეგმა

N
საწრეო მუშაობის თემა
საათების რაოდენობა
შეხვედრის თარიღი
რესურსი
1
“Le français,c'est plus que parfait”
1 სთ
19.09
24.09
კომპიუტერი,პროექტორი
2
“Le Petit Prince”de Saint-Exupéry.
Les meilleurs citations.
1 სთ
26.09
1.10
3.10
სლაიდები PowerPoint-ში
3
Littérature française contemporaine.
Saint-Exuperéry vu par les contemporains.
2 სთ
8.10
10.10

N.Eloukhina “Manuel de français”
4
La paix et l'amiié  entre les peuples.
1 სთ
15.10
17.10

კომპიუტერი,სხვადასხვა თვალსაჩინოება
5
La vie des jeunes.
2 სთ
22.10
24.10

V.Ochanine “Manuel de français”
6
Distraction (cinéma, télévision)
1 სთ
29.10
31.10
სახელმძღვანელო,რვეული,
პოსტერები
7
Comment ça va sur la Terre?
Protection de la nature.
2 სთ
5.11
7.11

კომპიუტერი
8
Qu'est-ce que c'est l'Europe?
2 სთ
12.11
14.11
ტექსტები
9
Internet pour travailler au collège ou pour jouer à la maison?
1 სთ
19.11
21.11
N.Eloukhina “Manuel de français”
10
Jouer la scène: “Au pays des enfants bleus”
2 სთ
26.11
28.11
შესაბამისად მოწყობილი
საკლასო ოთახი