ძებნა

среда, 10 апреля 2019 г.

სოციალური პროექტი– ჯანსაღი კვება

სოციალური პროექტი– "ჯანსაღი კვება"

რეფლექსია


                                           
                                                                       
ხელმძვანელი : ირმა კაკაბაძე
სოციალური პროექტის ფარგლებში მე- 9 კლასში განვახორციელე პროექტი : „ Alimentation saine” . პროექტი დავგეგმე ესგს მიზნებიდან და დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე
პროექტის განხორციელება დავიწყე   19 მარტს 2019 .  დავასრულეთ 5 აპრილს 2019.
მოსწავლეთა თემისადმი ინტერესის მიზნით დაფაზე დავწერე სლოგანიჯანმრთელი საკვებიდა გამოვაკარი სურათები ( ბოსტნეული, ხილი, რძე, მწვანილი) გავმართეთ დისკუსია თემაზე: „Alimentation saine”
კლასი გავყავი სამ ჯგუფად ინტერესების მიხედვით. მოსწავლეებმა მოიძიეს თეორიული, ფოტო და ვიდეო მასალები, დაამზადეს სარეკლამო ხასიათის ბუკლეტები და დაარიგეს სკოლაში, ქუჩაში.
მოსწავლეებმა მოიძიეს იმფორმაციები, დაახარისხეს, ჩაატარეს გამოკითხვა ქუჩაში. პარალელურ კლასთან შეხვედრა შედგა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა არგუმენტებით გაამყარეს თავიანთი მოსაზრებები.
შეხვდნენ სკოლის ექიმს და მისგან მიიღეს ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციაჯანსაღი კვებისშესახებ. ბავშვებმა სკოლის მიმდებარე მარკეტში ჩაატარეს კვლევა პროდუქციის ვარგისიანობის (ეტიკეტირების) შესახებ.
მოსწავლეებმა მოიძიეს ( youtube)- ვიდეო პორტალიდან : „მარი მალაზონია პირადი ექიმი, კვებითი შუქნიშანი“ https://www.youtube.com/watch?v=UJSFQhcSkwY&fbclid=IwAR1CaKywGsT5d3vkPSlKEoJGaiCD2aDbkv_EVaqt9R2CTNRoFZuP7McZvE0  ვიდეოს ჩვენების შემდეგ იმსჯელეს თუ როგორ გადაანაწილონ საკვები პროდუქტები ყვითელ და მწვანე ზონაში .
 მოსწავლეებმა ასევე მოიძიეს ფრანგული ვიდეო : BIEN MANGER SAINEMENT - https://www.youtube.com/watch?v=fhG5H7XndjU , რომელმაც მათ მეტი ინფორმაცია მიაწოდა ჯანსაღი კვების შესახებ.
თითოეულმა ჯგუფმა მოამზადა და წარადგინა პრეზენტაცია ორ ენაზე ( ქართულ-ფრანგულად). თითოეული აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.
ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, დაგეგმვის, ორგანიზების, კვლევის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში.
                                                                                                                    
                                                                                                                 ირმა კაკაბაძე
                                                                                                                    8.04.2019.