ძებნა

понедельник, 28 октября 2019 г.

სოციალური პროექტი - „ ჩვენი ბუნება“













სოციალური პროექტი -  
ჩვენი ბუნება

ავტორი - სსიპ მე–2 საჯარო სკოლის ფრანგული
ენის მასწავლებელი ირმა კაკაბაძე
მონაწილეები - კლასის მოსწავლეები, მშობლები;
კლასი - მე–10 „ზ“
პერიოდი -19.09.19 – 07.10.19

პროექტის რეფლექსია:
 პროექტის პირველ ეტაპზე დავადგინე მუშაობის პრიორიტეტები,შევადგინე მარტივი კითხვარი, რომელიც საშუალებას მომცემდა სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებისა და განსახორციელებელი ამოცანების თემების წარმოჩენას. კითხვარი დარიგდა მოსწავლეებსა და მშობლებში.  მონაცემთა ანალიზმა მაჩვენა, რომ მოსწავლეები სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით მათაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ თანამოქალაქეებს, გაამწვანონ სკოლის ტერიტორია, გაუფრთხილდენენ თავიანთ ეზოს და  სკოლას.
კალენდრით მითითებულ ვადებში  კლასის მონაწილეობით დათესეს და მოიუარეს ნერგებს, დაალაgეს და მოუარეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.  ყველა ცდილობდა, შესაძლებლობის ფარგლებში სკოლაში მოეტანა ყვავილები,რათა  ეზრუნათ სკოლასა და ეკოლოგიაზე. შეთანხმებული და ერთობლივი მუშაობით შედეგი თვალსაჩინო და გაზომვადი იყო.
დავალაგეთ ტერიტოტია , დავრგეთ   სეზონური ნერგები  სკოლის ტერიტორიაზე. მოსწავლეები სიხარულით მონაწილეობდნენ აქტივობაში და თვალსაჩინო იყო, რომ მოხარულები იყვნენ მშობლების მონაწილეობით. სთხოვდნენ მათ, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
მესამე ეტაპი იყო სკოლის ტერიტორიის მოვლა და ყვავილების დარგვა. განსაკუთრებულად აქტიურნი იყვნენ მოსწავლეები ...
სოციალური პროექტის მიზანი - განავითაროს  მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს მოქალაქეობრივი განცდის მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას, გაზარდოს მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში, შესრულებულია. ყველაზე წარმატებული პროექტის პირველი და მეორე ეტაპი მიმაჩნია, რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, შედეგით გამოწვეული სიხარული და კმაყოფილება აშკარად იგრძნობოდა.
პროექტი მოიწონეს და მსგავსი აქტივობა განახორციელეს სხვა კლასებმაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი იყო წარმატებული.
კლასის მშობლების დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, მათი შვილების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობით, გაიზარდა. რაც იმედს მაძლევს, რომ ისინი მომავალშიც ითანამშრომლებენ სკოლასთან, ერთად დავგეგმავთ მოსწავლეთათვის მნიშვნელოვან და განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტი თავიდანვე დამეგეგმა და განმეხორციელებინა პარალელური ან დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. ჩემი კლასის მოსწავლეები და მშობლები უფრო მჭიდროდ დაუკავშირდებოდნენ სკოლის თემს, რაც მეტად ეფექტურს გახდიდა მას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა, შესაბამისად არ შეცვლილა და დამატებულა აქტივობა.
 პროექტის ამსახველი მასალა იხილეთ ჩემ საგანმანათლებლო ბლოგში:
ირმა კაკაბაძე
08.10.2019 წ.


воскресенье, 27 октября 2019 г.

სოციალური პროექტი ,, არა ძალადობას“


  

                    
პროექტის გეგმა
სოციალური პროექტის ავტორი: ირმა კაკაბაძე
თემა: ,, არა ძალადობას
კლასი: მე-10-ზ
განხორციელების დრო და ჩარჩო: ორი  კვირა(10 .10.2019დან-25 ოქტომბრამდე)
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
საზ.მეც.IV.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს კანონიერება და მშვიდობიანი თანაარსებობა.

  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
          ავლენს ზრდილობიანი და უსაფრთხო ქცევის წესების ცოდნას.
          აღწერს , თუ რა საფრთხეს უქმნის საზოგადოებასა და პიროვნებას კანონის დარღვევის დაუსჯელობა.
          ასაბუთებს , თუ რატომ უნდა იცხოვრონ მშვიდობიანად და ღირსეულად სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანებთან.
პროექტის მიზანი:                                            
          მოსწავლეთა  მიერ  ,,არა ძალადობას  ირგვლივ მოძიებული ინფორმაციის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით
          გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით , დასკვნების გამოტანა
          პრევენციული ზომებისა და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება როგორც თანატოლებთან ისე ფართო საზოგადოებისთვის.
          კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის უნარის განვითარება მოსწავლეებში
          პრეზენტაციის უნარის განვითარება

პროექტის აქტუალურობა
          საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი
          ადრეულ, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იჩენს თავს, ძალადობა მოზარდებს შორის
          მოსწავლეები მეტ-ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ძალადობის შესახებ
          მოსწავლეებმა არ იციან  , როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან
          რა საჭირო ღონისძიებები , პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად. 
პროექტის ამოცანები
             პროექტის ორგანიზება
          ძალადობის შემთხვევების შესწავლა
          საინფორმაციო საიტის შერჩევა
          ინფორმაციის თავმოყრა
          ფინანსური გზების მოძიება
          პროექტის შესრულების  გზების ვადის განსაზღვრა

განსახორციელებელი აქტივობები

             პროექტის პირველ ეტაპზე ვიწყებთ ფილმის ერთობლივად ჩვენებას სოციალური პრობლემის ,, ძალადობისთემაზე და ვმართავთ დისკუსიას.
          პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები დაყოფილები არიან ოთხ ჯგუფად , რომლებსაც განაწილებული აქვთ ბულინგის ოთხი მიმართულება: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი, კიბერბულინდი, ფიზიკური ბულინგი.
          მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას , ახარისხებენ და ალაგებენ შინაარსობრივად.
          მოსწავლეები აწყობენ პროექტის პრეზენტაცია

გამოსაყენებელი აქტივობები
             მასწავლებლის მიერ შემუშავებული გეგმის გაცნობა
მოსწავლეებისთვის                                         
          ინფორმაციის მოპოვება ,,ძალადობაზე
          ყველა ჯგუფის წევრების ნამუშევრების გათვალისწინება.
          პრეზენტაციის ფორმის და პროექტის გეგმის შესახებ აუდიტორისთვის მიწოდება
          შიდა შეფასების ჯგუფისთვის წარსადგენი პროექტის რეფლექსია

                                      
პროექტის საჭირო მასალები
          თაბახის ფურცელი
          მარკერი
          კომპიუტერი
          პროექტორი
          პრინტერი


რეფლექსია

                     
    ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმის №2  საჯარო  სკოლა
მონაწილე კლასი: მე-10-ზ
ძირითადი თემა:,, არა ძალადობას
მე-10-ზ  კლასში პროექტის ფარგლებში განვახორციელე პროექტი ,,არა ძალადობას “. პროექტი  დავგეგმე ჩვენი  სასკოლო საჭიროებებიდან გამომდინარე.
  პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეთა მიერ ,,არა ძალადობასირგვლივ მოძიებული ინფორმაციის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით.
         კლასი გავყავი ოთხ   ჯგუფად. მოსწავლეებმა გაინაწილეს ბულინგის ოთხი მიმართულება: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი,  კიბერბულინგი და ფიზიკური ბულინგი. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია , დაახარისხეს  და დაალაგეს შინაარსობრივად. მოვიპოვეთ თეორიული და ფოტო მასალა ბავშვებზე ძალადობის შესახებ. ბოლოს თანატოლებთან მოაწყვეს დასრულებული პროექტის პრეზენტაცია, სასურველი ფორმატით. პროექტის მსვლელობისას მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა: მოხერხდა მოსწავლის მიერ ძალადობის  შესახებ ინფორმაციის მოძიება და გამოყენება ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით დასკვნების გამოტანა, პრევენციულო ზომების და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებასთან .თითოეული  აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.
 პროექტში ყველაზე წარმატებული იყო  შემდეგი აქტივობები: მოსწავლეთა მიერ ძალადობის ირგვლივ მოძიებული ინფორმაციის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით და პრეზენტაციის უნარის განვითარება .ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდათ , თანამშრომლობის, დაგეგმვის, კვლევის , კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი .
პროექტის ამსახველი მასალა ატვირთულია ჩემ ბლოგზე
პროექტის ავტორი: ირმა კაკაბაძე