ძებნა

воскресенье, 1 декабря 2019 г.

პროექტის რეფლექსია

                                                   






რეფლექსია

      ფრანგული  ენის საწრეო მუშაობის დასახული მიზანი  იყო ფრანგული ენის სწავლების ორთხივე კომპონენტის სრულყოფისთვის სხვადასხვა აქტივობების თანმიმდევრობით გამოყენება და მოსწავლეების დაინტერესება და ჩაბმა საგაკვეთილო პროცესში.
     პირველ რიგში შევეცადე შემექმნა მათთვის სასურველი სასწავლო გარემო, სადაც ისინი ყოველგვარი დაძაბული ურთიერთობის მაგივრად ყოფილიყვნენ აქტიური მონაწილეები ნემისმიერი აქტივობების შესრულებისას.
       გეგმაში შევიტანე მრავალფეროვანი აქტივობები, რათა უფრო მოტივირებულები ყოფილიყვნენ და თითოეული მათი შეხვედრა უფრო მეტად აქტიური ყოფილიყო და მეტი ინიციატივა გამოეჩინათ თამაშების, წერითი დავალების, ფილმების ჩვენების, სიმღების მოსმენის დროს.გარემო მორგებული იყო მათ ასაკს. განწყობა ყოველთვის იყო პოზიტიური და სახალისო.
     გამოყენებული რესურსები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახით. თემები იყო მრავალფეროვანი და ამის შესაბამისად ყოველ აქტივობა იყო უცხო და მრავალფეროვანი.მათთვის ყველაზე საინტერესო სწავლების ფორმა იყო როლური თამაში, სიმღერა და სხვადასხვა მოძრაობებზე დაფუძნებული  თამაშები.ასეთმა ტიპის აქტივობებმა მოსწავლეებს გამოუმუშავა უცხო ენაზე მეტყველებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და მათ შეძლეს მარტივ ინტერექციაში მონაწილეობა
     ნამდვილად შემიძლია აღვნიშნო, რომ საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციასკლასში უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა შემდეგი სასწავლო წლიდან წრეში ჩართვის სურვილი. წრის მუშაობით დაინტერესებულები იყვნენ მშობლებიც. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მომავალშიც გაგრძელდებოდა ამ კუთხით მუშაობა. ასე, რომ შემიძლია თამამად დავასკვნა, სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობამ ნაყოფიერა

Комментариев нет:

Отправить комментарий